ჩვენს შესახებ
შაორის ტბა ეს არის ადგილი სადაც რაჭის სათავგადასავლო ტური იწყება.
შაორი სფეისი უნიკალური დასასვენებელი სივრცეა რაჭის მთებში, თვალწარმტაცი შაორის ტბიდან სულ რამდენიმე ნაბიჯში.
რაც მართლაც გამოარჩევს შორი სფეისს, არის მისი პლანეტების თემაზე შექმნილი დიზაინი — თითოეული ტენტი შთაგონებულია განსხვავებული პლანეტით და სტუმრებს სთავაზობს უნიკალურ, შთამაგონებელ ატმოსფეროს, მყუდრო ინტერიერებითა და დეტალებით, რომლებიც კოსმოსურ თემატიკას ადგილობრივ ბუნებასთან აერთიანებს.
სტუმრებს დახვედბათ სიშვიდე, სუფთა მთის ჰავა და შეგრძნება იმისა, რომ ერთდროულად არიან როგორც ქართული ბუნების გულში, ასევე თითქოს მის ფარგლებს მიღმაც.
შთამბეჭდავი ხედები, სიმწვანეში ჩაფლული რაჭა, ნისლიანი მთები, ნაძვების განსაკუთრებული სუნი და ჰაერი რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ ჩვენი სტუმრებისთვის განსაკუთრებულ განწყობას ქმნის.